ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო. ამის ნაცვლად ის ფლორიდაში გაფრინდა. ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი გამოსამშვიდებელი ვიდეოთი დაასრულა. ვიდეომიმართვაში მან პრეზიდენტი ჯობ აიდენიც ახსენა და მას წარმატებები უსურვა.პრეზიდენტად ყოფნის დროს ტრამპმა ბევრი ამერიკელის გული მოიგო და ამავდროულად არაერთი მოწინააღმდეგეც შეიძინა.
დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრო და ცერემონიაზე ყოფნას ფლორიდაში გოლფის თამაში ამჯობინა.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ მან მიიღო ტრადიციული წერილი წინამორბედისაგან. ბოლო დროს ტრამპი საკმაოდ არასტაბილურ ლიდერად იქცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ფლორიდაში მისი მხარდამჭერები შეეგებნენ.
„ჩვენ ეს ბევრჯერ გავაკეთეთ და ვფიქრობ, აუცილებელია, გავიდეთ გარეთ და მხარი დავუჭიროთ მას. ჩვენ მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმისათვის, რაც მან გააკეთა. ჩვენთვის მან ძალიან ბევრი იშრომა, საერთოდ არ ეძინა და გზად უამრავი დაბრკოლება შეხვდა.“ – ამბობს მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი.
„ბედნიერი ვარ იმით, რომ საბოლოოდ წავიდა. იგი სიმშვიდეს მოიპოვებს და აღარ იქნება ჭაობში. ახლა დრო ექნება, იყოს ბაბუა შვილიშვილებისათვის და შვილებისთვის კი – მამა. იგი შორს იქნება ვაშინგტონის ტყუილებისა და სიძულვილისაგან.“ – განაცხადა ფლორიდის მცხოვრებმა.
მაგრამ ტრამპმა ქვეყანა ორ ნაწილად გაყო. ბოლოს მისი პრეზიდენტობის დასრულება ბევრს სურდა.
ამერიკელი არტისტი და აქტივისტი ტუტსი ვორჰოლი მიიჩნევს, რომ „ეს ძალიან დიდი შვებაა. ძალიან კარგია, რომ კამალა ჰარისი, ინდოელი და იამაიკელი ემიგრანტების შვილი, ვიცე-პრეზიდენტი გახდა. იგი ამერიკული ოცნების განსახიერებაა.“
“დონალდ ტრამპი არ იყო პრეზიდენტობისთვის შესაფერისი. მის სინდისზეა, ამდენი ადამიანი რომ გარდაიცვალა. მათ შორის მამაჩემიც. იგი კორონავირუსით დაიღუპა. ვიცი, სხვა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, იგი ისევ ცოცხალი იქნებოდა.” – ამბობს ქუჩის გამოკითხვაში მონაწილე ქალი.