მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჟაირ ბოლსონარუს არ უღიარებია

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჟაირ ბოლსონარუს არ უღიარებია

მოქმედი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკურმა მოკავშირეებმა, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი დამარცხება აღიარეს. კვირას გამართულ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ლუის ინასიუ ლულა და სილვა გახდა.

თუმცა მისი მეტოქე და მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პრეზიდენტობას ჯერჯერობით ვერ თმობს. ულტრამემარჯვენე ლიდერი ოფიციალურ განცხადებას კვლავ არ აკეთებს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი ზოგიერთი მხარდამჭერი შედეგებს უარყოფს და პროტესტის ნიშნად გზებს კეტავს.

გამარჯვებულმა კანდიდატმა ლულამ კი პირობა დადო, რომ ის თითოეული ბრაზილიელის პრეზიდენტი იქნება. ლულა მილოცვებს მსოფლიო ლიდერებისგანაც იღებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, სხვა ლიდერების მსგავსად, განაცხადა, რომ ლულამ გამარჯვება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად მოიპოვა. არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა კი ლულას გამარჯვება პირადად მიულოცა.

ლულა ფიცს 1 იანვარს დადებს, თუმცა, ბრაზილიაში ვარაუდობენ, რომ ორთვიანი გარდამავალი პერიოდი ძალიან რთული იქნება, რადგან ბოლსონარუმ შესაძლოა შედეგები არ აღიაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend