მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა

სამხრეთ კორეაში, ჰელოინის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა გლოვის დღე გამოაცხადა. ჰელოუინზე მომხდარი ჭყლეტის დროს 153 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 133 დაშავდა. მემორიალთან შეკრებილი ადამიანები დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს. ზოგიერთი კვლავ ეძებს დაკარგულ ნათესავებს.

„მგონია, რომ ეს ხუმრობაა. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ ფესტივალზე, შესაძლებელია, ამდენი ახალგაზრდა დაიღუპოს. შეშფოთებული ვარ. გზაზე ჰელოუინის კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების ცხედრებს ვხედავდი. ძალიან ვწუხვარ“, – ამბობს ჩოელ იენგი.

ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის იტევონის რაიონში მოხდა. ოფიციალური პირებისთვის ჯერჯერობით უცნობია ჭყლეტის მიზეზები. კვირის მონაცემებით, 153 გარდაცვლილიდან 97 ქალია. 80 პროცენტზე მეტი 20-30 წლის ახალგაზრდაა, ოთხი მათგანი კი თინეიჯერი. შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან 37 მძიმე მდგომარეობაშია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend