მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებმა ერთპიროვნული გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ამიტომ ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

პირველ ტურში მემარცხენე ლულა და სილვამ ხმების 48 პროცენტი აიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კი – 43 პროცენტი. ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.

თუმცა საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგად ბოლსონარუს მხარდამჭერთა რაოდენობა  36%-მდე იყო. ბევრი ამომრჩეველი, რომლებიც ადრე უპირატესობას ანიჭებდნენ ნაკლებ წარმატებულ კანდიდატებს,  ახლა ბოლსონარუს უჭერს მხარს.

ბოლსონარუსა და ლულა და სილვას შორის სხვაობამ პირველ ტურში 6 მილიონი ხმა შეადგინა. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კი 8 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს.

ტებეტმა ცოტა ხნით ადრე  მიანიშნა, რომ იგი მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, და სილვას მისცენ ხმა, თუმცა ამჯერად არც მას და არც გომესს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება იმის შესახებ, თუ ვის დაუჭერენ მხარს 30 ოქტომბერს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend