ტვიტერის უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელმა პიტერ ზატკომ აშშ-ის სენატის წინაშე ტვიტერის უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტვიტერი ათი წლით ჩამორჩება უსაფრთხოების სტანდარტებს.
ზატკო აცხადებს, რომ ტვიტერი დაახლოებით 4000 თანამშრომელს აქვს წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე, რაც წარმოადგენს საფრთხეს, რადგან არავინ იცის ზუსტად აქვს, თუ არა რომელიმე მათგანს განზრახული თაღლითობა და ამასთან, ამის გამოძიებაც შემდგომ რთული იქნება, რადგან თანამშრომლებმა იციან თუ როგორ იმოქმედონ თაღლითურად, კვალის დატოვების გარეშე.