მთავარიამერიკაკანადაკანადაში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

კანადაში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

კანადის პოლიციაში აცხადებენ, რომ სასკაჩევანის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაში 2 ეჭვმიტანილიდან ეძებენ ერთ-ერთს.

ნაპოვნია ერთ-ერთი თავდამსხმელის დემიენ სანდერსონის ცხედარი, რომელსაც ჭრილობები აღენიშნება. ვარაუდობენ, რომ მას თავი არ მოუკლავს. მის ძმას ჯერ კიდევ ეძებენ.

კანადის პოლიციის კომისრის ასისტენტის რონდა ბლეკმორის თქმით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზები დეტალური ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, განისაზღვრება ექსპერტიზის დანიშვნის დროც. მისი აზრით, დემიენის ძმა მაილს სანდერსონიც დაშავებული უნდა იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.

4 სექტემბერს, დილით ორი მამაკაცი თავს დაესხა ადგილობრივებს სასკაჩევანის თემსა და მეზობლად მდებარე სოფელში. გარდაიცვალა 10 ადამიანი, 18 კი დაიჭრა. ეჭვმიტანილები მოპარული მანქანით მიიმალნენ.

შემთხვევა მოხდა სოფელ ველდონსა და ადგილობრივთა დასახლებაში, რომლის მოსახლეობა 3400 მოქალაქეს შეადგენს. გამოძიება  13 ადგილას მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend