მარცვლეულით დატვირთული 3 გემი უკვე მზადაა უკრაინული პორტებიდან გასასვლელად – ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განუცხადა.
22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა დოკუმენთტა პაკეტს, რომელიც საკვებისა და სასუქის ბაზრებზე კრიზისის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, სამივე გემი მზადაა, დღეს დატოვოს პორტები.
გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს მიაჩნია, რომ სტამბოლის შეთანხმება ბაზარზე მდგომარეობის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. შედეგი უკვე საგრძნობია. გლობალურ ბაზრებზე შემცირდა ფასები საკვებსა და სასუქზე და თითქმის დაუბრუნდა ომის წინა პერიოდის ფასს, რომელიც ისედაც მაღალი იყო.
უკრაინის პორტებიდან გასული პირველი გემი უკვე მიემართება ლიბანისკენ, სადაც მას კვირას ელოდებიან. ოთხშაბათს სამოქალაქო ინსპექტირების ჯგუფმა სამი საათი დაყო გემზე. ისინი ტვირთსა და ეკიპაჟს ამოწმებდნენ.