გასულ უქმეებზე ხმელთაშუა ზღვაში 500-ზე მეტი მიგრანტი გამოიყვანეს წყლიდან. გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სი ვოჩმა“ 4 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და გადაარჩინა 428 მიგრანტი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაცურვას გადავსებული სათევზაო ნავებით ცდილობდნენ.
გადარჩენილებს შორის არიან ფეხმძიმე გოგონა და მამაკაცი, რომლებსაც ძლიერი დამწვრობები აღენიშნებოდათ. კვირას დილით კი კიდევ ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ სოს მედიტერიანმა“ 87 პირი გადაარჩინა. მათ შორის 57 ბავშვი იყო. მათზე ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ ზრუნავს.
სამაშველო ხომალდი „სი ვოჩ 3“ პორტში უსაფრთხო შესვლას ითხოვს, რადგან ბორტზე არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ ამდენი ადამიანი უზრუნველყონ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივლისამდე იტალიაში 32 782 მიგრანტი ჩავიდა. მათი უმეტესობა ბანგლადეშიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან და ავღანეთიდანაა. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს 1200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას.