მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზოდენტს ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა.

79 წლის პრეზიდენტი, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ მიიღო ვაქცინის  ბუსტერ დოზა, თავს კარგად გრძნობს. გამოხატულია ვირუსის მსუბუქი სიმპტომები. ის აგრძელებს ყველა მოვალეობის შესრულებას.

“რადგან პრეზიდენტი სრულად არის ვაქცინირებული და ორი დამატებითი დოზა აქვს მიღებული, მისი სერიოზული ავადმყოფობის რისკი მკვეთრად დაბალია. ის ასევე მკურნალობს ძალიან ძლიერი ანტივირუსული პრეპარატით  და ეს კიდევ უფრო ამცირებს იმის რისკს რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს”, – განაცხადა კორონავირუსის მართვის კორდინატორმა თეთრ სახლში აშიშ ჟამ.

თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად, პრეზიდენტი გააგრძელებს მუშაობას იზოლირებულად, სანამ ტესტი არ იქნება უარყოფითი. შეხვედრებს კი დისტანციურად დაესწრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend