მთავარისაქართველოვეგანმა პატიმარმა სახელმწიფოს დავა მოუგო და ზიანის ასანაზღაურებლად 5 ათას ლარს მიიღებს

ვეგანმა პატიმარმა სახელმწიფოს დავა მოუგო და ზიანის ასანაზღაურებლად 5 ათას ლარს მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის გლებ ტიმოფეევის საქმეზე, დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის გლებ ტიმოფეევის საქმეზე, დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

გლებ ტიმოფეევი სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 000 ლარს მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია 30 ივნისს გახდა ცნობილი.

გლებ ტიმოფეევი, რომელიც ვეგანია, საპატიმროში ყოფნის დროს ვერ იღებდა საკვების საკმარის ოდენობას.

ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში უპრეცედენტოა.

გლებ ტიმოფეევი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მან დაპატიმრებისთანავე ადმინისტრაციას აუხსნა, რომ იყო ვეგანი და ვერ მიიღებდა ცხოველურ პროდუქტებს.

თუმცა, როგორც ყოფილმა პატიმარმა სასამართლოს განუცხადა, მისი თხოვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გაითვალისწინეს, ამიტომ ის 6 თვის განმავლობაში ულუფის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებდა.

სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ ყოფილი პატიმრის კვებითი საჭიროებების შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა ბრალდებას უარყოფდნენ.

ვეგანი ყოფილი პატიმრის დავის ზეპირი განხილვა 2021 წლის 18 მარტს დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend