ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა თსუ-სა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული თანამშრომლობის შედეგია.
„პუბლიკაცია აღწერს იმას, თუ რა მექანიზმები და ინსტრუმენტები არსებობს ევროგაერთიანებაში, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რა უნდა შეასრულოს ქვეყანამ, რომ გახდეს მისი წევრი. აუცილებელია, რომ ჩვენმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა მიიღონ სწორი შეფასება ამ საკითხებზე, მაშინ, როცა უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის შესახებ“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში.