მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ევრონიუსი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს დღეს 8 ივლისს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს დატოვა. პრემიერის პოსტი მეორე ვადით 2012 წელს დაიკავა და 2020 წლამდე იმსახურა, ვიდრე თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend