ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი ტვიტერზე წერს.
მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია,“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
🇺🇦 Good to be back in Kyiv.
With President @ZelenskyyUa I will take stock of the joint work needed for reconstruction and of the progress made by Ukraine on its European path.
Європа з вами! pic.twitter.com/JqtXvgamkV
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 11, 2022