მთავარიამერიკააშშაშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

შეერთებულ შტატებში კონგრესის შენობასთან პროტესტი გაიმართა. აქციის მონაწილეები იარაღზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვდნენ.

10 დღის განმავლობაში ქვეყანაში მასობრივი სროლები იყო. დემონსტრანტები კანონმდებლებს უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა საშინელი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

სენატორმა კირსტინ ჯილიბრენდმა შეკრებილილებს მიმართა და განაცხადა, რომ სენატორები ვერ ძლევენ სიხარბეს და ვერ უმკლავდებიან იარაღის ლობირებასთან დაკავშირებულ კორუფციას. ეს კი შეერთებული შტატების სირცხვილია.

კირსტინ ჯილიბრენდი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო,  რომ სენატორები ვერაფერს აკეთებენ იარაღის ეროვნული ასოციაციისა და იმათ წინააღმდეგ,  ვინც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აძლევს იარაღს ამა თუ იმ ადამიანს.

ტეხასში მომხდარ ტრაგედიას 19  ბავშვი და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა. მათი ოჯახის წევრებისთვის ცარიელი სიტყვები არაა საკმარისი თანაგრძნობის გამოსახატავად. უვალდეს დასახლებაში, სადაც ახლა გლოვაა გამოცხადებული,  ცოტას თუ ესმის, როგორ შეიძლება,  18 წლის ახალგაზრდა კაცმა შემოწმების გარეშე შეიძინოს იარაღი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend