საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. აბუ-დაბიში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, 21 მაისს ნიკა ასათაშვილისა და ლადო ასათიანის გუნდმა მნიშვნელოვან შეხვედრაში ყაზახეთი 1:0 დაამარცხა.
ბაჰრეინის წინააღმდეგ საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრებს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.
ქართველები არაბთა გაერთიანებული საამიროების, და კატარის წინააღმდეგ დამარცხდნენ, ჯგუფის ლიდერის მაროკოს წინააღმდეგ კი ფრედ ითამაშეს. ჯგუფში საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა.