მთავარისაქართველომთავრობის ინიციატივით 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარი გახდება

მთავრობის ინიციატივით 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ 13 ათასამდე ოჯახს ბინების გადაცემას დაჰპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარი გახდება, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან – 200. მისი თქმით, ბავშვებზე ზრუნვა მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა და ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. დღეს, 18 აპრილს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ 13 ათასამდე ოჯახს ბინების გადაცემას დაჰპირდა.

„იცით, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველთათვის ვგეგმავთ სხვა დახმარებებსაც, როგორებიცაა დასაქმების პროგრამა და სხვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ მომდევნო3 წლის განმავლობაში 13 ათასამდე ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ ბინითა თუ სახლით. 13 ათასიდან 6 ათასს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში გადავცემთ სახლებს. ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 7 ათას ბინას, მომდევნო კვირიდან გამოვაცხადებთ ტენდერს და სამშენებლო კომპანიებს შეეძლებათ დევნილებისთვის ბინების აშენება“, – განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს განვადებით მშენებლობის პროგრამაზეც, რომელსაც მასშტაბური უწოდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება როგორც სკოლების, ასევე საბავშვო ბაღების აშენება და რეაბილიტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი 2022 წელს დაიწყება და 3 წელიწადში ყველა სამუშაო შესრულებული იქნება. წყალმომარაგების პროექტი კი 2025 წლამდე დასრულდება. შესაბამისად, წყალი ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

„პროექტი დაფინანსდება 350 მილიონი ლარით. მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათის განმავლობაში უნდა მიეწოდოს წყალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„წყალმომარაგების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინიციატივა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით სამუშაოების გაშლის შესაძლებლობას მოგვცემს. ამავდროულად, დაჩქარდება პროცესი. ის, რაც მომავალ წელს იყო დაგეგმილი, წელს დაიწყება“, – აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

დღეს მთავრობის სხდომაზე პირველად ისაუბრეს ე.წ. პოლიციის ქალაქის მშენებლობის შესახებაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება ე.წ. „პოლიციის ქალაქი“ და პოლიციელებისთვის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 100 დოლარი იქნება, დანარჩენს კი სახელმწიფო დააფინანსებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი კი 2022 წელს დაიწყება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend