მთავარისაქართველოომის მუზეუმი ერგნეთში

ომის მუზეუმი ერგნეთში

“ფოტოსურათზე მოხუცი ქალი ჩანს, რომელიც აიყვანეს და ცოცხლად ჩააგდეს კოცონში, ცოცხლად წვავდნენ”.

„ერთ-ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა ფორმა გაიხადა და თქვა, ეს ომი იყოს ბოლო საქართველოს ისტორიაში. მე ამის შემდეგ აღარ ვიომებ და ჩემ ფორმას გჩუქნით თქვენ“.

„მარტო ერგნეთში 160 სახლი გადაწვეს. 12 ადამიანი მოკლეს. ჩემი მეზობელი 90 წლის გიგო პაპა საკუთარ ლოგინში გამოწვეს სახლთან ერთად. კაცები დააყენეს, მოხუცი კაცები და ძალით აყურებინებდნენ როგორ წვავდნენ მათ სახლებს”.

ლია ჩლაჩიძის სახლი, ერთ-ერთია იმ 160 სახლიდან, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, საოკუპაციო ძალებმა ერგნეთში გადაწვეს. სახლის აღდგენის შემდეგ, 2017 წელს, საკუთარი სახლის სარდაფში ლია ჩლაჩიძემ ოკუპაციის მუზეუმი დააარსა, რომელშიც  ომისდროინდელ ამბებს მოუყარა თავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend