WTA-ის რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ჩოგბურთელმა, ეშლი ბარტიმ კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი ამ ინფორმაციას ადასტურებს.
ბარტი მეორე ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც კარიერის დასრულება მსოფლიო რეიტინგის სათავეში ყოფნის დროს გადაწყვიტა, პირველად ეს ჯასტინ ჰენინმა 2008 წელს გააკეთა.
„საჩოგბურთო კარიერას ვასრულებ და ამას ხმამაღლა პირველად ამბობ. რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ და ამისათვის მზად ვარ. ვიცი რომ ეს ადრეც გავაკეთე თუმცა ახლა ეს სულ სხვა გრძნობაა და მჯერა რომ ჩოგბურთიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა. ჩოგბურთმა ოცნებები ამისრულა და ძალიან ბევრი რამ მომცა, თუმცა დროა ჩოგანი გვერდით გადავდო და სხვა ოცნებები ავისრულო,“ – ამბობს დიდი სლემების ტურნირების 3-გზის გამარჯვებული ეშლი ბარტი.
ბარტიმ პირველად საჩოგბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა და კარიერის აწყობა კრიკეტში სცადა, თუმცა 2 წლის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. 25 წლის ავსტრალიელმა 2 თვის წინ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.
ბარტიმ საჩოგბურთო კარიერის მანძილზე 23.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.