იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ამსახველი კადრები არაერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
14 რაიონში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, 2.2 მილიონ საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია გაეთიშა.
ზოგიერთი შენობა განადგურდა, რამდენიმე ადამიანი კი შენობიდან ჩამოცვენილი ქვების შედეგად დაშავდა.
იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში 11 წლის წინაც მოხდა 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელსაც დამანგრეველი ცუნამიც მოჰყვა თან.
2011 წელს ცუნამის შედეგად საკმაოდ დაზიანდა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, ამჯერად ელექტროსადგურზე სერიოზული ცვლილებები არ ყოფილა.
რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა.