ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველი პარტია ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად აგრძელებს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ამავე განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს ევროატლანტიკური გზიდან აგრესორებისკენ „მიათრევს“.
Indeed. The U.S. will regret not doing everything it can to prevent this country from falling into Autocrats Inc. And our adversaries — Russia, Iran, China will be delighted by our weakness. https://t.co/SNKdnlvRR3
— Laura Thornton (@LauraLThornton) December 18, 2024
„„ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს იმ აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.
განცხადების მიხედვით, ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სცადა.

თავის მხრივ, ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ირანელი მარიონეტები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას, ავრცელებდნენ რა ანტიდასავლურ ნარატივებს“ – წერია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია „საქართველოს გადააქცევს ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა“.