მთავარიევროპარუსეთირუსეთს სანქციების არ ეშინია - ვლადიმერ პუტინის მთავარი გზავნილი მთავრობის სხდომაზე

რუსეთს სანქციების არ ეშინია – ვლადიმერ პუტინის მთავარი გზავნილი მთავრობის სხდომაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი თვითონ მოაგვარებს თავის პრობლემებს, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს კი არალეგიტიმურს უწოდებს. მისი თქმით, მოსკოვი აგრძელებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს, მათ შორის უკრაინის გავლით.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები უკანონოა და რუსეთი მშვიდად გადაწყვეტს მათგან წარმოშობილ პრობლემებს.

მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი, რომელიც ენერგიის მთავარი მწარმოებელია და ევროპას გაზის მესამედს აწვდის, გააგრძელებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას.

თუმცა კრემლის ლიდერმა აღიარა, რომ სანქციები, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დაწესდა, ქვეყანაზე უკვე უარყოფითად მოქმედებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ჩვენს ვალდებულებას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით. რაც გვაკისრია, ყველაფერს ვაწვდით ჩვენს მთავარ მომხმარებლებს როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. კონტრაქტის მიხედვით, უკრაინაში გაზის ტრანსპორტირების სისტემაც 100 პროცენტით  არის დატვირთული. გასაგებია, რომ ასეთ მომენტებში ადამიანების მოთხოვნა გარკვეულ საქონელზე ყოველთვის იზრდება, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველა პრობლემას მშვიდად მოვაგვარებთ. ნელ-ნელა ადამიანები მიხვდებიან, რომ უბრალოდ არ არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარება და გადაწყვეტა არ შეიძლება“.

ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სი-ლუანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიიღო ზომები კაპიტალის გადინების შესაზღუდად და რომ ქვეყანა საგარეო ვალს რუსეთის ეროვნულ ვალუტაში – რუბლში გადაიხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend