ევროპულმა კავშირმა გადაწყვიტა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება, რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან, – ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„პუტინი დაადგა უკრაინის განადგურების გზას, მაგრამ სინამდვილეში, ის ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირში აპირებენ იმუშაონ, რომ რუს ოლიგარქებს აუკრძალონ ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე.
In coordination with 🇺🇸🇫🇷🇩🇪🇮🇹🇨🇦🇬🇧 I will now propose new measures to EU leaders to strengthen our response to Russia’s invasion of Ukraine and cripple Putin’s ability to finance his war machine. https://t.co/iU2waDzo9s
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 26, 2022