მუსიკალურ პლატფორმა “სპოტიფაიზე” მომხმარებლებს საშუალება აქვთ მოისმინონ ე.წ. პოდკასტები, აუდიო ამბები. პოდკასტებს შორის განსაკუთრებით ცნობილი გახლავთ “ჯო როგანის გამოცდილება”, რომელსაც დაახლოებით 11 მილიონი მსმენელი ჰყავს. სწორედ ჯო როგანის პოდკასტში გავრცელდა დეზინფორმაცია კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რის გამოც პლატფორმის მომხმარებლები და მუსიკოსები საკუთარ ანგარიშებს აუქმებენ.