მთავარიევროპაირლანდიაჩრდილოეთ ირლანდიაში 1972 წელს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ დახოცილი ადამიანები გაიხსენეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში 1972 წელს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ დახოცილი ადამიანები გაიხსენეს

1972 წლიდან მოყოლებული კეიტ ნეში ყოველდღე მიდის იმ ადგილას, სადაც მისი ძმაა დაკრძალული.  ის ერთ-ერთი იყო იმ 14 პირიდან, რომლებიც 1972 წლის 30 იანვარს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ჩახოცეს. კეიტი და სხვა დაზარალებული ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას.

ერთ-ერთი გარდაცვლილის და კეიტ ნეში ამბობს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ მათი მესამე მოთხოვნაც უნდა დააკმაყოფილოს და დასაჯოს დამნაშავეები.

მკვლელობების სერიის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. ასობით ადამიანი ტერორისტულ ორგანიზაცია „ირას“ შეუერთდა, რამაც კიდევ უფრო გაახანგრძლივა დაპირისპირება, რომელიც 90-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ირლანდიის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვმს და მხარს უჭერს ამ ოჯახებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს ვალდებულება და მსხვერპლთა ოჯახებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი, როდესაც საქმე წარსულის მოვლენებს ეხება.

კვირას დერიში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. ისინი აგრძელებენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მკვლელობაში მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცების დასჯას.

ადგილობრივ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობა დამნაშავეებს მიზანმიმართულად აფარებს ხელს.  პარლამენტის წევრი კოლუმ ისტვუდი ამბობს, რომ მათი ჯარისკაცები ხოცავდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად იბრძოდნენ.  სხვა ქვეყნიდან მოსული ჯარისკაცები მათ მაშინაც ესროდნენ,  როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ და ძირს ხოხავდნენ. კოლუმ ისტვუდის შეფსაებით, ამას ვერაფერი გამოასწორებს.

50 წლის წინ ამ ადგილას ბრიტანელმა ჯარისკაცებმა 14 უდანაშაულო კათოლიკე დახოცეს.  2010 წელს ბრიტანეთის პრემიერმა დეივიდ კამერონმა ბოდიშიც კი მოიხადა და აღიარა, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხისგებაში არავინ მიუციათ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა კი პირობა დადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებდნენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend