მთავარიმსოფლიოდასავლეთი და მოსკოვი ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

დასავლეთი და მოსკოვი ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი კრიზისის ფონზე, ევროპელ კოლეგებთან საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით, ენტონი ბლინკენი აგრძელებს ევროპის დედაქალაქებში ვიზიტს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ბერლინში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

“ყურადსაღებია, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა, ეს კი ნიშნავს, რომ გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს რუსეთზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტი გვაქვს. ეჭვგარეშეა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მოსკოვში კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ მათ მომავალ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსული მედია დასავლეთსა და უკრაინულ მედიას ბრალს სდებს მოსკოვის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

კრემლში მიაჩნიათ, რომ დასავლეთის სახელმწიფოები თავად ემზადებიან პროვოკაციების მოწყობისათვის.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ კამპანიის მიზანი დასავლეთის მიერ ფართომასშტაბიანი პროვოკაციისათვის მზადების გადაფარვაა. მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც, ამას კი მთელი რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი კრიზისი არ განმუხტულა. სატელიტური მასალით ნათლად ჩანს საზღვართან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციით უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული.

უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ ბევრ ადმიანის კონფლიქტის განახლების ეშინია. აღმოსავლეთ უკრაინა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაციის შემდეგ კონფლიქტის პირობებში ცხოვრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend