მთავარიCOVID-19ერთი ლაბორანტის ამბავი

ერთი ლაბორანტის ამბავი

„ემოციურად ყველაზე რთული კოვიდლაბორატორიაში მუშაობა პანდემიიის პიკის პერიოდშია, რადგან ჩვენს თვალწინ იზრდება პისიარ ტესტზე დადებითი შემთხვევების რაოდენობა" - თამარ მამარდაშვილი

თამარ მამარდაშვილმა მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უმცროს ექიმად მუშაობა პანდემიის დროს დაიწყო. როგორც ამბობს, კორონავირუსის გამო საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, თუმცა ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება პანდემია.

ყოველდღიურად იკვლევს პისიარტესტების პასუხებს, ნერვიულობს ნიმუშის უკან მდგარ ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცის, რომ ტესტირებული კოვიდ-19-ის რისკჯგუფშია.

ხშირად არის ისეთი დღეებიც, როცა თავისი ან მისთვის ძვირფასი ადამიანების ტესტირების ნიმუშების გამოკვლევაც უწევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend