მთავარისაქართველოგაფიცული სოციალური აგენტები

გაფიცული სოციალური აგენტები

გაფიცულმა სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართეს

დღეს, 17 იანვარს გაფიცულმა სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დაახლოებით 400-მდე სოციალური აგენტი ხელფასების 100%-იან გაზრდას ითხოვს. ხელფასების ზრდის გარდა, მათ ასევე სურთ სამედიცინო დაზღვევა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და ერთთვიანი კონტრაქტების პრაქტიკის გაუქმება.

მთავრობამ მათ გუშინ, 16 იანვარს ხელფასების 60%-მდე გაზრდა შესთავაზა, თუმცა სოცაგენტები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ.

სოციალური აგენტის ხელფასი ფიქსირებული და გამომუშავებული ანაზღაურების მიხედვით ითვლება და თვეში ჯამში 400 ლარამდეა.

უკვე 3 წელზე მეტია, სოციალური აგენტები ხელფასის 100%-იანი ზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სოციალური აგენტების ხელფასი, მათი დატვირთვიდან გამომდინარე, ადეკვატურია. სოციალურმა აგენტებმა კი მინისტრის ეს განცხადება არაადეკვატურად შეაფასეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend