ავტორი: გიორგი სანაძე
ინგლისის ლიგის თასის – „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ბრენტფორდი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში „დეზების“ ფრანგმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ გახსნა, მეორე გოლი კი კორეელმა ჰონ-მინ სონმა გაიტანა.
„ტოტენჰემმა“ ბოლოს ტიტული 13 წლის წინ მოიგო, ამიტომაც გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, რაც მატჩში გუნდის შემადგენლობაზეც აისახა. ჟოზე მაურინიომ „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ „ტოტენჰემი“ ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა.
„განსაკუთრებულს“ ეს ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული, 3-ჯერ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, ერთხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოიგო.
ფინალში „ტოტენჰემის“ მეტოქე მანჩესტერული გუნდი იქნება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.