მთავარიმსოფლიოევროპამიგრანტები ევროპის ქვეყნებში შეღწევას ალპების მთების გავლით ცდილობენ

მიგრანტები ევროპის ქვეყნებში შეღწევას ალპების მთების გავლით ცდილობენ

მიგრანტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ალპების მთების გავლით ცდილობენ შეღწევას. იმისათვის, რომ დევნილები არ გაიყინონ, მათ ადგილობრივები ეხმარებიან. მიგრანტების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან არიან.

„არავინ არის უკანონო“ – ამ წარწერას ჩაუარეს მიგრანტებმა იტალიის ალპებში მდებარე გვირაბში. ისინი მთების გავლით იტალიიდან საფრანგეთში ცდილობენ გადასვლას. მათი გზა სახიფათოა, დევნილებს მთებში გაყინვა ემუქრებათ. მიგრანტების დახმარებას ადგილობრივები ცდილობენ, ისინი მათ თბილ ტანსაცმელს, ჩაის და თავშესაფარს სთავაზობენ.

„რატომ ვაკეთებთ ამას? როგორც მეზღვაურები არ ტოვებენ ადამიანებს ზღვაში, ისე მთის ხალხი არ მიატოვებს მთაში ვინმეს. ადამიანები, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, რთულ მდგომარეობაში არიან, მათ არ იციან რა გზით უნდა წავიდნენ. ისინი გაუაზრებლად თავს ძალიან სახიფათო მდგომარეობაში იგდებენ. აქაურები მათ დახმარებას ვცდილობთ“, – ყვება ფორესტი პაკერეტ მასწავლებელი.

ადგილობრივები მიგრანტებს მესაზღვრეების თავიდან არიდებაშიც ეხმარებიან. 2019 წელს აქ გარდაცვლილი ტოგოელი ადამიანი იპოვეს. დაღუპვის მიზეზი ჰიპოთერმია ანუ გაყინვა იყო.

„მთებში კინაღამ გავიყინეთ, თითებს ვერ ვგრძნობდით. ძალიან ციოდა. ისიც კი ვიფიქრეთ, რომ აჯობებდა პოლიცია მოსულიყო და განყოფილებაში წავეყვანეთ, სადაც თბილად ვიქნებოდით“, – წუხს მაროკოელი მიგრანტი აიმენ ჯარნანი.

დევნილების მიმართ ევროპაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. საზოგადოების ნაწილი მათ მიღებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ისინი ევროპის ლიბერალურ ფასეულობებს საფრთხეს უქმნიან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიგრანტები მაინც ცდილობენ საზღვრის გადმოკვეთას უკეთესი მომავლის საპოვნელად.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend