მთავარიგადაცემებიმოკითხვის ბარათებიმოგზაურობა დროში: ბულგარეთის რილის მონასტერი

მოგზაურობა დროში: ბულგარეთის რილის მონასტერი

მეათე საუკუნეში დაარსებული რილის მონასტერი ბულგარეთის ყველაზე დიდი და ცნობილი აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექსია. რილის მთებში ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული მონასტრის გასაოცარი არქიტექტურა ბულგარეთის აღორძინების ხანის შედევრად ითვლება. იგი მეცხრამეტე საუკუნის ტიპური ძეგლია, როდესაც ხანძრის შემდეგ აღადგინეს.

«თაღოვანი კედლებისა და ფერების, ქვისა და ხის შეხამება ტრადიციული  და ძირითადად დასავლეთევროპული არქიტექტურის უნიკალური კომბინაცია გახლავთ,“ – ამბობს მამა მაკარი ჩაკაროვი.

რილის მონასტერს წმინდა ივან რილამ ჩაუყარა საფუძველი. მისი ასკეტური სენაკი და სამარე წმინდა ადგილად შეირაცხა და სამონასტრო კომპლექსად გადაიქცა.

დღეს აქ შვიდი ბერი ცხოვრობს, რომლებიც მონასტრის შთამბეჭდავი ისტორიისა და მართლმადიდებლური ხელოვნების მცველები არიან. ამ დიდებულ ხატებზე ძველი და ახალი აღთქმის სცენებია ასახული.

მონასტერში ბალკანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამონასტრო ბიბლიოთეკაა, სადაც 60 ათასი წიგნია დაცული.

„რილის მონასტერს უნიკალური, იშვიათი და უაღრესად ძვირფასი წიგნები აქვს, მათი გამოცემის თარიღი მეათე საუკუნიდან იწყება და დღემდე მოდის,“ – განმარტავს ევგენია ივანოვა, რილის მონასტრის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს მონასტერი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, აქ შენარჩუნებულია ის მშვიდი ატმოსფერო, რომელიც ბერების ყოველდღიურ ყოფას ახლავს.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend