არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე სტატუსის“ მინიჭების წესი სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის „მწვანე სტატუსის“ უვადოდ მინიჭების უსაფრთხოების თაობაზე.
ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ანა არგანაშვილთან