მთავარიკუბიტვიტერზე კერძო პირების ფოტოების გაზიარება მათი თანხმობის გარეშე აიკრძალება

ტვიტერზე კერძო პირების ფოტოების გაზიარება მათი თანხმობის გარეშე აიკრძალება

ტვიტერმა განაახლა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკა და აკრძალა კერძო პირების ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება მათი თანხმობის გარეშე. პლატფორმამ მანამდე უკვე შეუზღუდა მომხმარებლებს, გაეზიარებინათ სხვისი პირადი ინფორმაცია, მაგალითად,  სახლის მისამართი, ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, სამედიცინო მონაცემები და სხვა.

ახალი წესები დოქსინგის  აკრძალვის პოლიტიკის ნაწილია.  დოქსინგი  პირადი ინფორმაციის თანხმობის გარეშე გამოქვეყნებაა, თუმცა ტვიტერის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პლატფორმა ვერ მოსთხოვს თითოეულ მომხმარებელს თანხმობას ფოტოსა და ვიდეოს გაზიარებაზე, თუმცა თუ პირს, რომელიც  უკვე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, სურს, რომ პლატფორმაზე მისი ფოტო არ იყოს, ტვიტერი მას აუცილებლად წაშლის.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის განახლების შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა ტვიტერის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მათ აინტერესებთ, რამდენად შეუძლიათ, მაგალითად, იმ გუნდური ფოტოს გამოქვეყნება, რომელიც საფეხბურთო მატჩზეა გადაღებული, რადგან ძალიან რთული იქნება, ფოტოზე გამოსახული თითოეული ადამიანისგან თანხმობის მიღება. ზოგიერთმა გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზეც, რომ ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და მომხმარებლების გაჩუმების მცდელობაა.

 

კრიტიკული შინაარსის კომენტარის სიმრავლის გამო ტვიტერის ადმინისტრაციამ განცხადებას დამატებითი განმარტება დაურთო. მათი თქმით, ამ პოლიტიკის ამოქმედებით, შეამცირებენ დევნის, დაშინებისა და კერძო პირების ვინაობის გამოაშკარავების საშიშროებას, რაც არაპროპორციულად მოქმედებს ქალებზე, აქტივისტებზე, დისიდენტებსა და უმცირესობათა თემის წევრებზე. ტვიტერის ხელმძღვანელობამ  განაცხადა, რომ იმ ფოტოების გაზიარებით, რომლებზეც მასშტაბურ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანები არიან ასახული, არ ირღვევა წესები. მაგრამ თუ ეს ეს ფოტო სტატიაში დაიბეჭდება და შემდგომ კონკრეტული პირი გამოთქვამს პრეტენზიას, ტვიტერი აუცილებლად განიხილავს, რამდენად საჭიროა ასეთი ფოტოს გაზიარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend