მთავარისაქართველო29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც  მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სუსტად გამოიყურება, თუმცა მას სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომებზე მესამე პრეზიდენტის დასწრება

უკვე მეხუთე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად გამოიყურება, თუმცა მოწადინებულია, დაესწროს სასამართლო პროცესებს. მორიგი სასამართლო პროცესი 4 დღეში გაიმართება. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს პროცესზე მესამე პრეზიდენტის გადაყვანა.

„მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, თუმცა ის არის მოწადინებული, რომ დაესწროს სასამართლო პროცესებს და აცხადებს, რომ ის იქნება მზად 29-ში სასამართლოში გამოცხადებისთვის, მთავარია, ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს მისი გადაყვანა. 29-ის პროცესზე კიდევ ერთხელ თუ შეზღუდავენ მიხეილ სააკაშვილს, ეს კიდევ ერთი ილურსტრაცია იქნება იმის, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა დასრულებულია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა  ბექა ბასილაიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 8 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ნებისმიერი პატიმრის გადაყვანა ამა თუ იმ დაწესებულებაში მიიღება მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მომდევნო სასამართლო პროცესზე გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობასა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ეხმაურება. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

„მივესალმები რამდენიმე დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული ვარ გავიგო, რომ მისი გამოჯანმრთელება, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა. ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს მოვლენებს, მათ შორის, მისი პირადი ცხოვრებისა და ღირსების უფლებებს. ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ სამართლებრივ პროცესს, სადაც ნათლად გამოვხატე საკუთარი პოზიცია პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ყოველივე გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

სოციალური ქსელის, ფეისბუკის გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა წერილიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ერთი კვირაა მასთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. მისივე თქმით, თუ ხვალიდან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, ის უარს აცხადებს მკურნალობის კურსზე.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend