მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაშავებულთა ახლობლები საავადმყოფოს წინ არიან შეკრებილი და ელიან სიახლეებს.

ავტობუსის ავარიის ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, მათ მცირე იმედი მაინც აქვთ.  ბორტზე ძირითადად ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში ბრუნდებოდნენ.

დაიღუპა 46 ადამიანი და გადარჩა მხოლოდ 7.

“მხოლოდ ის ვიცი, რომ ბიძაჩემი, 49 წლის, რომელიც სოფელ დოლნო კოლიჩანიდან არის, კარგად არის, სტაბილურად, მხოლოდ სახეზე აქვს ნაკაწრები, ეს არაფერია, მას საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენებზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ექიმები ამბობენ, რომ თუ ისინი აქ არ არიან,  დიდი ალბათობით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპებოდნენ“, – ყვება ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრი.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბულგარეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და საავარიო ბარიერის 50-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოანგრია.

უცნობია, ავტობუსს ცეცხლი ავარიამდე გაუჩნდა თუ მას შემდეგ.

“მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო  გზატკეცილზე მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო. ვიმედოვნებთ, რომ გადარჩენილები მალე გამოჯანმრთელდებიან“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა.

მსხვერპლთა ვინაობა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ  20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და 12 ბავშვი. ერთმა კაცმა აღნიშნა, რომ ავარიის დროს მთელი ოჯახი დაკარგა.

მსხვერპლთა ვინაობა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ  20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და 12 ბავშვი. ერთმა კაცმა აღნიშნა, რომ ავარიის დროს მთელი ოჯახი დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend