მთავარიგადაცემებითვითმხილველიპოლონეთსა და ბელარუსს შორის მომწყვდეული მიგრანტები

პოლონეთსა და ბელარუსს შორის მომწყვდეული მიგრანტები

მას შემდეგ რაც  ევროკავშირმა გასილ ივნისში მინსკს სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე ახალი ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება.

ევროპელი ლიდერები ბეალრუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მთავრობას ბრალს სდებს, რომ იგი ათასობით მიგრანტს ბელარუსის მეზობელ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში მიზანმიმართულად უშვებს, რათა შური იძიოს ბრიუსელზე. თუმცა ბელარუსის ამ ქმდების საპასუხოდ,  მეზობელმა ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრები ჩაუკეტეს.

პოლიტკური დაპირისპირების გამო ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრები  ათასობით მიგრანტისთვის ზოგჯერ  ხაფანგად იქცა და იქ მოხვედრა ზოგჯერ ფატალურად მთავრდება.

„ევრონიუსის“ კორესპონდენტი ვალერი გორია პოლონეთში ჩავიდა, რატა ადგილობრივი მოახლეობის გასაჭირი საკუთარი თავლით ენახა.

მრავალწლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის გამო, კონფლიქტურ ზონებში და დიქტატორულ სახელმწიფოებში  პოლიციისა და სასაზღრო გამშვები პუნქტბის გავლა ჩემთვსი ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ თავს უხერხულად გრძნობ, როდესაც იგივეს კონფლიქტისაგან თავისუფალ ევროკავშირის წევრი სახლემწიფოს ტერიტორიაზე ხედავ.

სწორედ ამას ვფირობდი, როდესაც პოლონეთში ბელაურის საზღვართან ახლოს მდებარე კრინკის გამშვებ პუნქტს მივაღწიეთ.

სასაზღვო პოლიცია ჟურნალსიტებსი ნახვას მიჩვეულია. ისინი ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ გვთხოვენ რომ უკან დავბრუნდეთ, საიდანაც მოვედით.

ჩვენ აკრძალულ ტერტორიასთან მივედით, რომელიც პოლონეთ-ბელარუსის საზღვის გასწვრივ 418 კილომეტრზეა გადაჭიმული. აქ შესვლა ვარშავამ წელს სექტემბერში აკრძალა.  შესვლის უფლება არც ჟურნალისტებს აქვთ და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. იქ მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას და ძალოვანი სტრუქტურებსი წარმომადგენლებს უშვებენ.

ზოგიერთი მიგრანტი მაინც ახერხებს, ხელიდან დაუსხლტეს პატრულს და ასამი კილომეტრის სიგანის აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდეს, საიდანაც იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში მოხვდებიან. ბევრი მათგანი ტყეს აფარებს ტავს, რომ პატრულმა არ დაიჭიროს და ბელარუსში არ გააბრუნოს.

კატათაგვობანას თამაში

ნატალიას, ალიშას და მარიანას ორგანიზაცია UNDACJA OCALENI-ის აქტივისტებს [ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია თავშესაფარის მაძიებლებს ეხმარება] გავყევით. ისისნი დღე და ღამე ფხიზლობენ, რომ იმ მიგრანტებს დაეხმარონ, რომლებიც სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით ითხოვენ დახმარებას.

მათ ოთხი დღის განმავლობაში დვაყვებოდით, როდესაც იმ ჯგიფების დასაცმარებლად გადიოდნენ. რომლებიც შველას ითხოვდნენ. ეს ნიშნავდა ოღრო-ჩოღრო გზებზე ავტომობილით მგზავრობას, რაც ხშირად უშედეგოდ მთავრდებოდა. ჩვენი პირველი მცდელობის დროს ახალგაზრდა ავღანელს უნდა დახმარებოდნენ, რომელსაც მეტისმეტად ეშინოდა, რომ სასაზღვრო პოლიციას არ დაეჭირა.

მე ნება დამრტეს გადამეღო აქტივისტების საქმიანობა, როდესაც ისინი მიგრანტებისთვის ტყეში სურსათს, საძილე ტომრებსა და თბილ ტანსაცმელს ტოვებდნენ, ჩურჩულით საუბდობდნენ და პროტეჟეს ჩუმად უგზავნიდნენ მესიჯს შესაბამისი კოორდინატებით.

ამ დროს ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითოს კატათაგვობანას ვთამაშობდით. სულ მალე კი ნაღვლიანი ამბავი გველოდა.  ახალგაზრდა ავღანელი ორი დღის შემდეგ აქტივისტებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოლონეტში თავშესაფრის მოთხოვნა სურდა, როცა მის შესახვედრად გავემგზავრეთ, მან მოგვწერა, რომ დააპატიმრეს. ვცადეთ ბიჭი საზღვის დაცვის უახლოეს პუნქტზე გვეპოვა, მაგრამ ამაოდ. მაშველტა ჯგუფი უკან დამწუხრებული დაბრუნდა, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ ბიჭი ბელარუსში გააბრუნეს. ისინი გვაინ ღამე მოვიდნენ, რადგან გზად სირიელი მიგრანტების ჯგუფი შეხვდათ, რომლებმაც აკრძალული ზონის გადალახვა შეძლეს.

მათ გაუხარდათ ჩემი კამერის დანახვა, რადგან თავისი გასაჭირის გამხელის საშუალება მიეცათ. სიცივისგან აკანკალებულმა, გალუმპულმა და დაქანცულმა მიგრანტებმა დაგლეჯილი ტანსაცმელი გვაჩვენეს, რომლებიც ბელასური ჯარისკაცების ძაღლებმა  დაუგლიჯეს. ერთ მათგანს ტკივილისა და დაქანცულობის გამო გული წაუვიდა. მას ხერხელმის მალის დისკი ჰქონდა დაზიანებული უხეშ მიწაზე წოლისგან. თანაც, ბელაურსმა ჯარისკაცებმა ზურგზე კეტი ურტყეს, როდესაც პოლონეთის საზღვრისკენ მიერეკებოდნენ.

მათ იცოდნენ, რომ პოლონეთის პოლიციას შეეძლო ისინი უკან გაებრუნებინა, მაგრამ ტყე-ღრეში შვიდ დღიანი უწელ-უსმელი წანწალის სემდეგ, ამისთვის მაინც მზად იყვნენ.

ეს ხალხი მეუბნება, რომ სირიიდან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს გამოექცნენ. ბელარუსამდე ტურისტული ვიზით ჩაფრინდნენ, სანამ პოლონეთის საზღვარზე მიიყვანდნენ, ევროკავშირში შესვლის იმედი ჰქონდათ. ამის ნაცვლად, ორივე ქვეყნის შეირაღებულ ძალებს შორის აღმოჩნდნენ მომწყვდეული.

„ერთი კვირა ვიყავით იქ,  შვიდი დღე,  პატარა ბავშვებიც იყვნენ საკვებისა და წყლის გარეშე,“ – ყვება ერთი მათგანი. „მინსკში გაბრუნება ვცადე და ღობეს გადავახტი. მათ ჯოხი დამარტყეს. ძაღლებიც ჰყავთ. მათ მთელ ჯგუფს სცემეს და უყვიროდნენ: „წადი პოლონეთში“. სირიელებს ზემოქმედების საშუალებად რომ არ გვთვლიდნენ, ბელარუსი ხალხი არ შემოგვიშვებდა, ჩვენ სულ ზეწოლის საშუალება ვართ როგორც დასავლეთისთვის, ისე ამერიკელების, რუსებისა და არაბებისთვის.“

ამ ჯგუფის წევრები დოკუმენტებს ავსებენ, რომ პოლონეთში კანონიერად იყვნენ წარდგენილი. სანამ პოლონელი მესაზღვრეები მათ დასაკითხად მოვიდოდნენ, მათ ისინი კამერის წინ საერთაშორისო დახმარება ითხოვეს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესაზღვრეებს ვკითხე, დანარჩენები დაკავების ცენტრში ხომ არ მიჰყავდათ, მაგრამ არ მიპასუხეს და გვთხოვეს, დაკითხვის დროს გვერდზე გავსულიყავით.

მარიანა ვარტეცკა, ორგანიზაცია FUNDACJA OCALENIE-ის წარმომადგენელი:ს

„ სასაზღვრო პოლიციამ არ განგვიმარტა, რას უპირებენ დანარჩენებს. შევეცდებით, თვალყური ვადევნოთ და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით. იმედს ვიტოვებთ, რომ უკან, ბელარუსში, არ გააბრუნებენ. ახლა მხოლოდ ამის იმედი გვაქვს.“

პოლონეთს გაერო და ევროკავშირი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ახალი კანონის გამო, რომელიც თვითნებური ქმედების ნებას აძლევს.

ვარშავა ამტკიცებს, რომ უცხოელების უმეტესობას თავშესაფარი პოლონეთში კი არ სურს, არამედ გერმანიაში. ამ ხალხს კი ბელარუსი  სანქციების გამო დასავლეთზე შურისძიების მიზნით იყენებს.

თავის მხრივ, მინსკმა მიგრანტების უკან მიღების თაობაზე ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება შეაჩერა.

პოლიტიკური დაპირისპირების მაგალითი საკუთარი თვალით ვიხილე, როდესაც სასტუმროში ტექსტური შეტყობინება მივიღე პოლონეთის მთვრობისგან. მისი ტექსტი ასეთია: „პოლონეთის საზღვარი დაკეტილია, ბელარუსის ხელისუფლება გატყუებთ. დაბრუნდი მინსკში. არ მიიღოთ ტაბლეტები ბელარუსი ჯარისკაცებისგან.“

როგორც მითხრეს, ასეთ შეტყობინებას ბელარუსის საზღვართან ახლოს მობილურის ყველა უცხო  ნომერზე გზავნიან. იგი იმ თავშესაფრის მაძიებლებზეა გათვლილი, რომლებმაც ამ ადგილამდე მოაღწიეს. ვარშავამ ბელარუსი ჯარისკაცები დაადანაშაულა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს საზღვარზე გადასვლამდე  ნარკოტიკს აძლევენ და წამლავენ კიდეც. ძალიან გამიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ტექსტური შეტყობინება ნამდვილია.

ამ არემარეში სულ მცირე შვიდი მიცვალებული იპოვეს. ადგილობრივი პოლონელი მოსახლეობა სულ უფრო ღელავს. ქალაქ მიხალოვოს სახანძროში უცხოელებისთვის მომსახურების ცენტრი გახსნეს. აქ ხალხი  მთელი ქვეყნიდან ყოველდღე მოდის და შესაწირი მოაქვს.

მერის მოადგილემ სოციალურ მედიაში თანხის შეგროვების მიზნით საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. იგი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ბელარუსის საზღვარზე კედლის აგების თაობაზე გამოსავალი არ არის.  იგი შიშობს, რომ თუ უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებენ, შესაძლოა, საზღვარზე ძალადობის კერა გაჩნდეს.

კონრად სიკორა, მიხალოვოს მერის მოადგილე:

“შეიძლება, შვიდმეტრიანი კედელი ააშენო, მაგრამ ისინი შვიდმეტრიან კიბეს მიადგამენ. ამიტომ კედელი გამოსავალი არ არის. ჩემი აზრით, ამის შეჩერება მარტივად შეიძლება. აქ, საზღვარზე, უნდა შეიქმნას ლტოლვილთა ბანაკი, რომელშიც ამ ხალხს შემოვუშვებთ. მივცემთ საკვებსა და ტანსაცმელს, ამის მერე შევეკითხებით: „გსურთ თავშესაფარი თუ არა? იმსახურებ თავშესაფარს თუ არა?“.  თუ გაირკვევა, რომ არა, უნდა ჩასვა ისინი ავტობუსში, წაიყვანო აეროპორტში და დააბრუნო სახლში და არა ბელარუსში. აი, ასეთი მარტივია.“

მიხალოვოს ზოგიერთმა მოსახლემ  ფანჯრებზე მწვანე ნათურები დაამაგრა, რითაც მიგრანტების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. მათ შორის არიან მარია და მისი მეუღლე ალექსანდრე. მარია ქალაქის საბჭოს წევრია და სახანძრო ბრიგადასთან ერთად ხშირად პატრულირებს აკრძალულ ზონაში, რათა დამალულ მიგრანტებს დაეხმაროს.

მარია ანციპიუკი, მიხალოვოს მცხოვრები:

“სიმართლე ის არის, რომ ისინი ჩვენგანაც გარბიან. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ მარცვლეულის აღებას დაიწყებენ. საქმე ისაა, რომ მოსავალი ყველგან არ არის აღებული და ფერმერებს ეშიანაით, რომ ყანაში მიცვალებულებს იპოვიან.“

ალექსანდრე ანციპიუკი, მიხალოვოს მცხოვრები:

“ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს სულ უფრო მეტად აცივდება. აქ ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ვერც კი წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს. არადა, ყველა ჩუმადაა და ამბობს, რომ ლუკაშენკაა დამნაშავე. კი ბატონო, გეთანხმებით, დამნაშავეა. მაგრამ სად არის ჩვენი მთავრობა, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს? არავინ გვეხმარება!“

ავტორი: ვალერი გორია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend