მთავარისპორტიაივენგო რიკაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

აივენგო რიკაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

მოჭიდავე აივენგო რიკაძემ ბელგრადში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე 23-წლამდე სპორტსმენებს შორის გამართული ტურნირის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეჩარტი 5:1 დაამარცხა.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ლერი აბულაძემაც მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი ფრიდონ აბულაძის ანგარიშზეა.

5 ნოემბერს ბელგრადში ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები თავისუფალი სტილით იჭიდავებენ. საქართველოს 10 სპორტსმენი წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:01
spot_imgspot_img
Send this to a friend