მთავარისაქართველოპროტესტის 21-ე დღე

პროტესტის 21-ე დღე

საქართველოში უკვე 21-ე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 21 დღეა მოქალაქეები ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას და დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

ოთხშაბათს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მსვლელობებით შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და მსვლელობით გაემართნენ რუსთაველისკენ.

“ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ვალია გავიზიაროთ ჩვენი სამშობლოს ტკივილი და შევიტანოთ აქტიური წვლილი ახალ ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძვის”-აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

რუსთაველის გამზირზე ასევე მსვლელობით მივიდნენ მასწავლებლები, რომლებიც ამბობენ, რომ უფრო მასშტაბური აქციის გამართვას 21 დეკემბერს გეგმავდნენ.

აქციაზე მივიდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ასევე შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები.

საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია მომდევნო დღეებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend