მთავარიევროპარუმინეთიპოლიტიკური კრიზისი რუმინეთში გრძელდება

პოლიტიკური კრიზისი რუმინეთში გრძელდება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლაი ჩიუკამ  უარი განაცხადა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრ ჩიუკას დღეს უნდა წარედგინა ახალი მთავრობა.  თუმცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ მას არ ექნებოდა საკმარისი საპარლამენტო მხარდაჭერა.

დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ჩიუკას იმედი ჰქონდა, რომ პოლიტიკურ გამოსავალს იპოვიდნენ, რათა უმცირესობის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას საპარლამენტო ხმების საკმარისი რაოდენობა მიეღო. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მათ შეიტყვეს 2 პოლიტიკური პარტიის განცხადების შესახებ,  რომ ისინი კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

ჩიუკას ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს რუმინეთში თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, პარალელურად ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი, რაც მძიმე ტვირთად აწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჯანდაცვის სექტორს.

პოლიტიკური კრიზისი სექტემბერში დაიწყო, როდესაც ლიბერალური მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლორინ კიცუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ახლა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს, რათა პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი აირჩიონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend