მთავარიმსოფლიოევროპამიგრანტთა კრიზისი გერმანია-პოლონეთის საზღვარზე

მიგრანტთა კრიზისი გერმანია-პოლონეთის საზღვარზე

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რადიკალ მემარჯვენე დაჯგუფებებს პოლონეთის საზღვართან პატრულირების შეჩერებისაკენ მოუწოდებენ.

აგვისტოდან მოყოლებული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა.

გერმანიის ფედერაციული პოლიციის პრესმდივნის იენს შობრანსკის განცხადებით, მიგრანტთა რაოდენობა გაზრდილია.

„აგვისტოს შემდეგ მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, ჩვენ კი მათი იდენტიფიკაციის შესაძლებლობა არ გვაქვს. მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შემოდიან, პოლონეთისა და ლიეტუვას გავლით კი გერმანიისა და პოლონეთის საზღვართან მოდიან“, – განცხადა გერმანიის ფედერაციული პოლიციის პრესმდივანმა იენს შობრანსკიმ.

რადიკალი მემარჯვენე დაჯგუფებები, მესამე გზა და თავისუფალი საქსონები  სოციალური მედიის გამოყენებით საზღვარზე პატრულირებისათვის მხარდამჭერთა მობილიზაციას ახდენენ.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვა მთავრობის მოვალეობაა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ. რადიკალი მემარჯვენეების პროვოკაცია მიუღებელია და მათი ქმედებით ისინი სახელმწიფოს ძალადობაზე მონოპოლიას არღვევენ. ჩვენ ამ პროცესის შესაჩერებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს ვდგამთ“, – აცხადებს იენს შობრანსკი.

ბევრი მიგრანტი სირიიდან და ერაყიდან არის, მათ პოლონეთ-გერმანიის საზღვრამდე ბელარუსის გავლით მიაღწიეს, გერმანიაში მათ თავშესაფრის მიღების იმედი აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend