მთავარიმსოფლიოვატიკანი შობის ღამის მესას ადრე დაიწყებს

ვატიკანი შობის ღამის მესას ადრე დაიწყებს

საშობაო მესა ევროპის კათოლიკური საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. წელს ვატიკანი იძულებულია შუაღამის წირვის დრო შეცვალოს, რადგან ქვეყანაში კომენდანტის საათია დაწესებული. 

 

შუაღამის ტრადიციული მესის დროის გადატანა ევროპაში, სადაც კძალიან მრავალრიცხოვანი კათოლიკური მრევლია, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.

მაგრამ შეზღუდვების შედეგად ყველაფერი რადიკალურად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ ტრადიციას ღამის მესის ნაცვალდ შუაღამის მესას უწოდებენ, ვატიკანში ის შუაღამისას 2009 წლიდან აღარ აღინიშნება.

ვინჩენცო კორადო- ეპიკოპოსთა საბჭოს ხელმძღვანელი:

 

„ლიტურგიის მიხედვით შუაღამის წირვა შობის ღამეს უნდა აღევლინოს. უკვე რამდენიმე წელია ვატიკანი მესას საღამოს 10-ის ნახევარზე იწყებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი შუაღამით არ ხდება.”

ეპისკოპოსები და ადგილობრივი მღვდლები აპირებენ საკითხი დასვან, თუ როგორ უნდა ჩაატარონ მესა შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის ფონზე.

ერთ-ერთმა მღვდელმა მამა სემენცამ, აღდგომის დღესასწაული ფეისბუკის დახმარებით აღნიშნა. როგორც ის იხსენებს, ეს საინტერესო იყო.

 

მამა სემენცა:

 

„მესა დახურული კარის მიღმა ტარდებოდა, ამიტომ მას ონლაინ ვრთავდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც რთული გამოცდილება იყო. ასევე მესის დროის ცვლილბება ბევრი ადამიანისთვის მოუხერხებელი იქნება, რადგან შესაძლოა ბევრი დაბრკოლება შექმნას.”

 

პაპი ფრანცისკე ადრიანად ჩაატარებს მესას, რათა ხალხმა სახლში დაბრუნება დროულად შეძლოს.

 

ტრადიციულად საშობაო მესა 24 დეკემბრის ღამის  10 ის ნახევარზე იწყება პეტრეს ტაძარში. მაგრამ 2020 წელს ვატიკანშიც კი მესის დროები შეიცვალა და 2 საათით ადრე იწყება, რათა ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი არ დაირღევს, რომელიც საღამოს 10 საათზე იწყება.

 

მრევლისთვვის ეს პრობლემა არ არის, ისინი მზად არიან კომპრომისისთვის.

 

საზოგადოების აზრი ქუჩის გამოკითხვაშიც გამოჩნდა:

 

„ბევრი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ თადარიგი დროზე უნდა დავიჭიროთ. დიდი ხნით ადრე მოვემზადებით. რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგვავიწყდეს დღესასწაულის რელიგიური მნიშვნელობა.“

 

„მესის დროის ცვლილება ახლა ჩვენთვის  ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაა. მთავარია ჩვენი რწმენა და საშობაო განწყობა შევინარჩუნოთ“

 

 

როგორც ჩანს მთავარი მესაზე დასწრებაა. კომენდანტის საათი რომ არ დაირღევს, მესაზე რამდენიმე საათით ადრე მისვლაა საჭირო.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend