მთავარიCOVID-19ევროპის ქვეყნები წინასაშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას არ გეგმავენ

ევროპის ქვეყნები წინასაშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას არ გეგმავენ

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ევროპამ ისევ შეზღუდვები შემოიღო, რაც ევროპის ეკონომიკისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა გამოდგა. ევროპის კონტინენტზე კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების 20 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში დადასტურებული კორონოვირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით 40% სწორედ ევროპის ქვეყნებზე მოდის.

გერმანიაში ვაქცინაციის პროცესის მოახლოების მიუხედავად, ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი რეგიონი კვლავ უსფართხოების ზომებს ამკაცრებს. გამონაკლისი არც შობის დღესასწაულზე დაიშვება. ბავარიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ  მაღაზიები და სკოლები დახურა. აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რაც შეეხება საქსონიას, ამ რეგიონმა პოლონეთთან და ჩეხეთთან  საზღვრების კონტროლი გაამკაცრა. გერმანიის მეცნიერებათა აკადემია ხელისუფლებას  ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით საყოველთაო საკარანტინო ზომების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მკაცრი საკარანტინო ზომების გარდა, ევროპის ქვეყნები კორონავირუსის პრვენციის მიზნით, აქტიურად იყენებენ მასობრივი ტესტირების მეთოდს. ამ მეთოდის მეშვეობით სლოვაკეთმა ინფექციის გავრცელების ტემპი ერთ კვირაში 60%-ით შეამცირა. ხელისუფლებამ კომპანიებს დაავალა, რომ სამსახურში არ დაეშვა არცერთი დასაქმებული, თუ ისინი კორონავირუსის სწრაფ ტესტზე უარყოფით  პასუხს არ წარადგენდნენ. ყველა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, ვალდებული იყო ოჯახთან ერთად კარანტინში გადასულიყო. ინფიცირებული დასაქმებულებისათვის დამსაქმებელს იზოლაციის 10 დღის განმავლობაში სრული ხელფასი უნდა მიეცა.

დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. ბრიტანეთის დედაქალაქში შობამდე ერთი კვირით ადრე შესაძლებელია ახალი საკარანტინო ზომები მიიღონ, რადგანაც ბოლო დღეებში ლონდონის ორ მესამედში ინფიცირების მაჩვენებლი მკვეთრად გაიზრდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend