მთავარიმსოფლიოპოსტბრექსიტის შეთანხმება

პოსტბრექსიტის შეთანხმება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, პოსტბრექსიტის სავაჭრო გარიგებაზე მოსალაპარაკებლად ბრიუსელში ჩავიდა. ფონ დერ ლაიენი პრემიერის ვიზიტს ტვიტერზე გამოეხმაურა.

„ველოდებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ვიზიტს. ჩვენ თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ დისკუსიას გავაგრძელებთ.“

თუ  როგორი იქნება ბრიტანეთისა და ევროპის ურთიერთობა მას შემდეგ რაც ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებაზეა. 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულებიდან იმ ცვლილების ამოღებას დასთანხმდა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩის განცხადებით, ევროკომისიის მიზანი ყველასთვის ნათელია.

„ჩვენი მიზანია, დავიცვათ დიდი პარასკევის – ბელფასტის შეთანხმება. დავიცვათ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა ირლანდიის კუნძულზე და შევინარჩუნოთ ევროკავშირის ბაზრის მთლიანობა,“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

თუმცა უთანხმოება მხარეებს შორის ძირითადად თევზჭერის უფლებების, ბაზარზე თანაბარი კონკურენციის წესებისა და ხელშეკრულების შესრულების საკითხების ირგვლივ წარმოიქმნა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ მისი ევროპელი კოლეგები და მეგობრები გაგებით მოეკიდებიან ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დატოვოს ევროკავშირი.

„ჩვენ ჩვენით უნდა შევძლოთ დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მხარეებმა შეთანხმებას წლის ბოლომდე უნდა მიაღწიონ, რომ ის ახალი წლიდან ძალაში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ერთმანეთტან ვაჭრობის დროს  იმპორტ-ექსპორტზე ტარიფების გადახდა მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend