მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში მოსახლეობის ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა დაიწყეს

რუმინეთში მოსახლეობის ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა დაიწყეს

28 სექტემბრიდან რუმინეთში მესამე ე.წ. „ბუსტერ დოზის“ გაკეთება დაიწყეს.  ე.წ. „ბუსტერ დოზა“ რეკომენდებულია 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის,  მათთვის, ვისაც თანმხლები დაავადებები აწუხებს  და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა 6 თვის წინ მიიღეს.

ქვეყანაში, სადაც 19 მილიონი მოსახლეა, გასული თვიდან დღემდე ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვაქცინაციის ტემპი კი შენელდა.

ერთ-ერთი პენსიონერი ამბობს, რომ მესამე დოზის გასაკეთებლად უსაფრთხოების მიზნით მივიდა. იგი ვაქცინაციის შემდეგ თავს უფრო დაცულად გრძნობს.

რუმინეთი ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ვაქცინაციის ტემპით, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 28%-ია სრულად აცრილი.

ვალერიუ გეორგიტა, ვაქცინაციის კამპანიის კოორდინატორი რუმინეთში,  აღნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. მისი თქმით, მეოთხე ტალღის შესაკავებლად  ვაქცინაციის ტემპი არასაკმარისია, განსაკუთრებით დელტა ვარიანტის შემთხვევაში. ამიტომ, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაუცველ ჯგუფში შემავალი ადამიანები მიიღებენ მესამე დოზას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ვაქცინათა ეფექტიანობა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18-დან 23  სექტემბრამდე გარდაცვლილთა 91.5% აუცრელი იყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას „ფაიზერის“ 2.2 მილიონი, ხოლო „მოდერნას“ ვაქცინის 1.2 მილიონი დოზა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend