მთავარისპორტიევროპის ოქროს ბუცი რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო

ევროპის ოქროს ბუცი რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო

“ბაიერნ მიუნხენის” ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ევროპის ოქროს ბუცი გადასცეს. 33 წლის შემტევმა 2020-21 წლების სეზონში 41 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ლევანდოვსკის მთავარი კონკურენტები ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და რომელუ ლუკაკუ იყვნენ.

პოლონელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მაისურით უკვე 5 გოლი გაიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend