მთავარიაზიატაივანიტაივანში ახალი სასწავლო წელი აუდიტორიებში რეგულაციების დაცვით განახლდა

ტაივანში ახალი სასწავლო წელი აუდიტორიებში რეგულაციების დაცვით განახლდა

რამდენიმეთვიანი ონლაინ სწავლებისა და ზაფხულის არდადეგების შემდეგ, პირველ სექტემბერს ტაივანის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ტაივანის ხელისუფლების განცხადებით, მშობლებისა და პედაგოგების, ასევე უფროსკლასელების დიდი უმრავლესობა აცრილია, სკოლებში კი ყველა კოვიდრეგულაცია დაცულია.

ტიანმუს დაწყებით სკოლაში მშობლებს შვილები მიჰყავთ. პირველ სექტემბერს ეს სკოლა თავის მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდა. სასწავლო დაწესებულებებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლები, კოვიდრეგულაციების სათანადოდ დაცვას უზრუნველყოფენ. შვილების სკოლაში დაბრუნებას მშობლები ყველაზე მეტად მიესალმებიან.

“ბავშვებმა თანატოლებთან და პედაგოგებთან კონტაქტი შეწყვიტეს. ონლაინ სწავლების დროს, მათ ურთიერთობის ცოდნის უნარი დაკარგეს. ახლა იმედი გვაქვს, რომ სახლში ჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ერთმანეთთან  საერთო ენას გამონახავენ.  სკოლაში ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე ინტერნეტში. დღეს, ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი კუო ლიანგი.

ლიაო ჩერ-ჰაო, რომელიც ტიანმუს დაწყებითი სკოლის მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტია, ამბობს, რომ გამოკითხვამ აჩვენა,  მშობლების უმეტესობის სურვილი – მათ შვილების სკოლაში დაბრუნება სურდათ.

„იმის მიუხედავად, რომ ონლაინ სწავლება გარდაუვალი იყო, კლასებში სწავლის დაბრუნებას სხვა მნიშვნელობა აქვს. აქ, ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობენ, როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. მათ სკოლა ხომ ურთიერთობებს, კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარებას და კიდევ უამრავ რამეს ასწავლის. ონლაინ კი, მხოლოდ სასწავლო პროგრამას მიჰყვებოდნენ. დღეს ტაივანში კარგი დღეა“, – განაცხადა ლიაო ჩერ-ჰაომ.

ტაივანში სასწავლო დაწესებულებების დახურვას და ონლაინ სწავლებას აღარ ფიქრობენ. ხელისუფლების თქმით, ამან მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები მოიტანა. ისევ გაგრძელება კი თაობებში გამოუსწორებელ მდგომარეობას შექმნიდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend