ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სამხედროები აქტიურად თანამშრომლობენ.
ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი კი საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია, ვინაიდან ვაშინგტონი რიგ გადაწყვეტილებებს მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე იღებს.
ბრიტანელ კანონმდებელს, ენდრიუ ბრიჯენს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტმა მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა.
“ჯო ბაიდენის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ჩრდილი მიაყენა მისი სახელმწიფოს რაეპუტაციას საერთაშორისო მასშტაბით. შექმნა პრობლემები მოკავშირეებს შორის და რაც ყველაზე მთავარია, მტერი გაამხნევა. მალე ვნახავთ თუკი როგორ იცხოვრებს ავღანეთის მოსახლეობა ძალადობრივი სისტემის მმართველობაში“, – აცხადებს ენდრიუ ბრიჯენი, კონსერვატიული პარტიის წევრი.
ლონდონში, ბრიუსელსა და ბერლინში ევროპული პოლიტიკური სპექტრი, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებით გაჟღენთილია.
ჰარიეტ ჰარმანი, ტონი ბლერის მთავრობის მაღალჩინოსანი იყო მისი თქმით, ავღანეთში დიდი ალბათობით რეპრესიული ბუნების მთავრობა ჩამოყალიბდება.
„გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინამორბედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მოკავშირეთა ჯარების ავღანეთიდან გამოსვლის დეტალებზე თალიბანთან კონკრეტული პირობები არ დააყენა “, – მიიჩნევს ლეიბორისტული პარტიის წევრი ჰარიეტ ჰარმანი.
ავღანეთის მისიაში 500 – მდე ბრიტანელი სამხედრო ქალი და კაცი დაიღუპა.
სამხედრო მისიის დასასრულმა კი უარყოფითად იმოქმედა მოკავშირეებს შორის ურთიერთობებზე.
ბოლო 20 წლის განმავლობაში 150 ათასზე მეტმა ბრიტანელმა სამხედრომ, ჯარისკაცმა, მეზღვაურმა, სამხედრო მფრინავმა და ქალმა მშვიდობიანი ავღანეთის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ბევრი მათგანი კი დღეს კითხულობს საბოლოოდ რა მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ გაღებული მსხვერპლი.
კონსერვატორი პოლიტიკოსი ავღანეთის მოვლენებს მისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთის ყველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ მარცხს უწოდებს.
“ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს დასავლეთის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური ფიასკოა, თუკი დონალდ ტრამპის პოლიტიკა ეფუძნებოდა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაყენებას, ჯო ბაიდენის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურება, ეს კი თავისუფალი სამყაროს ლიდერისათვის შეუფერებელი მიდგომაა“, – ამბობს ენდრიუ ბრიჯენი, კონსერვატიული პარტიის წევრი.
დიდი შვიდეულის შეხვედრა შესაძლებლობა გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტისათვის კვლავ აეღო მართვის სადავეები ხელში და ახალი სული შთაებერა ვაშინგტონსა და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობისათვის.
ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების ამ ფორმის გასვლით მიღებული საერთაშორისო პოლიტიკური ზიანის შეფასებისათვის ჯერ ადრეა, ქაბულში კი ქაოსი სუფევს.