ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მიმდინარე ოლიმპიადაზე უკვე 8 მედალი აქვს.
ფინალში 27 წლის ქართველი ათლეტი ამერიკელ გეიბ სტივსონს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილის მთავარი მეტოქე, ტაჰა აკგული დაამარცხა.
ნახევარფინალამდე პეტრიაშვილმა ჩინელი ჟინვეი დენგი და ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები დაამარცხა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი 6 აგვისტოს გაიმართება.