ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველებმა მეოთხე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით 130 კილოგრამ წონით კატეგორიაშია მოასპარეზე იაკობ ქაჯაია ფინალში ლეგენდარულ კუბელი მოჭიდავესთან, მიაინ ლოპეს ნუნიესთან დაამარცხდ.
27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე სამი ორთაბრძოლა მოიგო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა.
გურამ თუშიშვილიმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ კი ბრინჯაოს მედალი მიიღო.