მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 6 თვეში, 1945 წლის 20 ნოემბერს ნიურნბეგის პროცესი დაიწყო, სადაც მესამე რაიხის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაასამართლეს. მათ აგრესიული ომის წარმოება და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად.
სასამართლო პროცესს საბჭოთა კავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯამში ოთხი მოსამართლე უძღვებოდა. პროცესზე განიხილეს 100 ათასზე მეტი დოკუმენტი და მოუსმინეს 94 მოწმის ჩვენებას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ჰოლოკოსტის დროს ჩადენილი ქმედებების შესახებ შეიტყო.
ნიურნბერგის პროცესმა საფუძველი ჩუაყარა საერთაშორისო სისხლის სამართლის პრაქტიკას და მის საფუძველზე შეიქმნა 1948 წელს გაეროს ადამიანთა უფლებათა დეკლარაცია, ისევე როგორც ჟენევის კონვენცია ომის წარმოების წესების შესახებ.