მთავარისაქართველო11 ივლისის პროტესტის ფოტოქრონიკა

11 ივლისის პროტესტის ფოტოქრონიკა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

  • საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

11 ივლისს დილით ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერატორი 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია – მიმდინარეობს ექსპერტიზა.

გარდაცვალების ამბის გავრცელებიდან მალევე მოქალაქეების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლების საპროტესტო აქციები თბილისში რამდენიმე ადგილას გაიმართა.

“ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობის დროს საპროტესტო აქცია გაიმართა რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქართული ოცნების” ოფისთან არსებული დაძაბულობის შესახებ განცხადება გაავრცელა. სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და აფრთხილებს იქ მყოფ პირებს, აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

საღამოს 18:00 საათზე საპროტესტო აქცია პალმანეტის შენობასთან დაიწყო.

აქციას ესწრებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

უსაფრთხოების ზომების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

21:44 წუთზე პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს 12 ივლისს 12:00 საათამდე აძლევენ.

„მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარიამიას თქმით, თუ ხვალ 12:00 საათამდე ხელისუფლების სრული შემადგენლობა პრემიერ – მინისტრის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგება, პარლამენტის წინ ხვალ 18:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება.

„ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, – განაცხადა გვარამიამ.

22:19 – აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხდა, აქციის მონაწილეები პროტესტის გამოხატვას მშვიდობიანად აპირებენ.

“არსად შეჭრას და შევარდნას არ ვაპირებთ. ღმერთმა დაგვიფაროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან,ისედაც ყველაფერს გვაბრალებენ. არ ვაპირებთ და არც დავაპირებთ, ამ ფუფუნებას ხელისუფლებას არ მივცემთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ფოტო – ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend